„ნაციონალურ მოძრაობის” ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციის ამსახველ ვიდეოს, იურისტი სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
„ახლა ამასაც წაშლით და დახაკავთ?!” - წერს სოფია ხორგუანი.
შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა და სპეცდანიშნულების რაზმმა, ავთო გუმაშვილი და მასთან სტუმრად მყოფი 23 წლის ვახო გუმაშვილი, შეიარაღებულ წინააღმდეგობის ბრალდებით, 2005 წლის 3 ივლისს მოკლეს. შტურმის შედეგად, ავთანდილ გუმაშვილის საცხოვრებელი ბინა მთლიანად დაიწვა. სპეცოპერაციის მსვლელობისას პოლიციელთა ქმედებებით აღშფოთებული დუისელი ქალები სპეცრაზმელების შეჩერებას ქვების სროლით შეეცადნენ, თუმცა, სამართალდამცავები ხალხს ყურადღებას არ აქცევდნენ და პანიკის შესაქმნელად ყველა მიმართულებით ისროდნენ, რის გამოც დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი და 3 მოქალაქე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით, რამდენიმე ახალგაზრდაც დააკავა, მათ შორის ინვალიდიც. სპეცოპერაციის შედეგად ხეობაში მცხოვრები ბავშვები დღესაც ტრავმირებული არინ, რომელთა წინაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებში ტყვიები ცვიოდა.