logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ისმინოს, ვისაც ყურნი აქვს და ნახოს, ვისაც დანახვა შეუძლია...
- +

19 ნოემბერი. 2018. 22:05

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ საღამოს უსუფაშვილმა რაღაც სისულელე დაახეთქა „იმედზე“ - 1990-დან 2003 წლამდე რატომ არ ჩამოვიდა ზურაბიშვილი საქართველოში და აქ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაშიო...

 

... იძულებული ვარ ვთქვა, რისი თქმის უფლებაც ალბათ, არცა მაქვს-სალომესთან შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც:

 

- მე ვარ პირადად დამსწრე და მომსწრე 1996 წლის ზაფხულში (სალომეს NATO-ში საფრანგეთის წარმომადგენლობიდან როტაციის გამო გადადგომის შემდეგ) თელავში იმ საუბრისა ოთხ ადამიანს შორის, როდესაც ქალბატონი სალომე ეძებდა გზებს ბატონ ედუარდ შევარდნაძემდე მისი სურვილის მიტანისა - ემსახურა მას საქართველოს სამსახურში დიპლომატიურ სარბიელზე!

 

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელთა უმეტესობა ნამდვილად არ ვიცი (ნაწილი ვიცი), ქალბატონი სალომეს ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა და ის იძულებული გახადეს საფრანგეთში დაბრუნებულიყო და ისევ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაეგრძელებინა დიპლომატიური სამსახური...

 

... ისმინოს, ვისაც ყურნი აქვს და ნახოს, ვისაც დანახვა შეუძლია...“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner