ავტორი ანა ზალდასტანიშვილი
რას ფიქრობს საზოგადოება პაატა ბურჭულაძის მომავალ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე - ამის გარკვევას „რეპორტიორი" ქუჩის რეპორტაჟით შეეცადა.
დალი ჩანჩიბაძე, პენსიონერი: ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდა. ვიცი, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი პოლიტიკაში წასვლის შემდეგ შეიბღალება.
ნელი ჯანაშია, პენსიონერი: ბრწყინვალე ადამიანია, მაგრამ პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, არ ვიცი, რას იზამს.
ნათელა ცხაკაია: ჯობს, იმღეროს, როგორც მომღერალი, პაატა ბურჭულაძე ძალიან მომწონს, მაგრამ პოლიტიკაში წასვლით იმიჯის გაფუჭება არ ღირს.
დალი ნატიაშვილი: გულში ვის რა აქვს, არ ვიცი. ვისი იმედიც ხალხს ჰქონდა, ეს იმედები გაუცრუვა.
დალი ქურციკიძე: ყველას მოსწონს, მაგრამ როცა პოლიტიკაში მოვა, რას გააკეთებს, ეს უკვე სხვა საქმეა.
როინ ფოჩხუა: პაატა ბურჭულაძე დიდებული კაცია, ასეთი ადამიანი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში.