„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციების ირგვლივ ისაუბრებს“, – აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პრალამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაახმაურა.
„ამ კვირაშივე შედგება ეს შეხვედრა, შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი შს მინისტრის შეხვედრაზეა საუბარი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის წევრის სერგი კაპანაძეს საპასუხოდ.