logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კანონის წინაშე ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია
- +

19 ნოემბერი. 2018. 23:37

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები მოინახულა, ჟურნალისტებთან გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტზეც გააკეთა კომენტარი:

 

„საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლაშა ნაცვლიშვილი, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს, ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ერთი. რაც შეეხება, კონკრეტულ საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი - ყველა, ვინც  კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - იქნება დასჯილი. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - იქნება დასჯილი. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი“ - განაცხადა გახარიამ.

 

გიორგი გახარიას თქმით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, იმის მიუხედავად ვინ არის და რა თანამდებობა უკავია მას.

 

„მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner