„მე-20 საუკუნეში ილიამ გვიშველა - გადაარჩინა ერი! 21-ე საუკუნეში - ივანიშვილმა!" - ამის შესახებ მწერალმა კობა არაბულმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლა მუდმივი პროცესია და ბიძინა ივანიშვილმა ძალისხმევა არ უნდა შეაჩეროს.
„მავნებელთა ქცევამ და უმადურთა უმადურობამ გული არ უნდა აუცრუოს... როდესაც ნაცებმა მთელი ქვეყანა დედაბუდიანად ამოთხარეს და სამშობლოდან სამშობლო განდევნეს, მიწა-წყალი სხვას გადააბარეს, ამ „ასოებს", ახლა რომ ყელყელაობენ, მაშინ თავი არ აუწევიათ. თუ ივანიშვილი იყიდის 4 ჰექტარს, ეს თურმე ცუდია, ხოლო თუ ინდოელი და მონღოლი 1000 ჰექტარს იყიდის, ეს თურმე კარგია! ჩვენ ისეთი უმადური ხალხი ვართ, რომ ივანიშვილის გინებასაც ვახერხებთ. არადა, ვის გაუკეთებია იმდენი სიკეთე საქართველოსთვის, რამდენიც ივანიშვილმა გაუკეთა?! ვის გაუწევია იმდენი ქველმოქმედება, რაც ივანიშვილმა გასწია? და ვის, ქართველის გარდა, რომელ ერს ულანძღია და უგინებია ასე საკუთარი ქვეყნის ქველმოქმედი, როგორც ივანიშვილს ლანძღავენ უმადურები, „რატომ კარგი აგიგიაო", - განაცხადა მწერალმა.