logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: უნდა გაიაზრონ, რომ მსგავსი საფინანსო ამნისტია ცხოვრებაში მეორედ არ მოხდება!
- +

19 ნოემბერი. 2018. 23:59

 

 

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს თემა, 600 ათასი ადამიანის ბანკების შავი სიიდან ამოღება, უდაოდ დადებითი და მასშტაბური აქტია.

 

იმედია, ეს ადამიანები, ისევ არ აიღებენ სესხებს ძვირადღირებული მობილურის ან ავტომანქანის საყიდლად, თუ მისი შენახვის თავი არ აქვს, ან არ აიღებენ ახალ ვალებს კაზინოში დასამღერებლად და ა.შ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ მსგავსი საფინანსო ამნისტია ცხოვრებაში მეორედ არ მოხდება და გაუფრთხილდნენ საკუთარ რეპუტაციას საფინანსო ორგანიზაციებთან.

 

თუ ამ უზარმაზარი მასის ნაწილი მაინც მოახერხებს ფინანსური ორგანიზაციების დახმარებით აქტიური ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას, მათაც წაადგებათ და სახელმწიფოსაც.

 

ჯამური თანხა კოლოსალურია - 1,5 მილიარდი, რომელიც ბანკებსაც დაკარგული ჰქონდა და 600 ათას ადამიანსაც ტვირთად აწვა. შესაბამისად, ამ ხალხის ეკონომიკურმა გააქტიურებამ უნდა მოგვცეს პოზიტიური შედეგი“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner