logo_geo
eng_logo
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა!
- +

20 ნოემბერი. 2018. 00:05

 

 

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველომ ყაზახეთი 2-1 დაამარცხა და საშინაო ნახევარფინალი გაინაღდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო გამოვიდა, საქართველოს ნაკრებმა მაყურებელს არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შესთავაზა. გამორჩეული იყო შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

 

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა – „ჯვაროსნები“ კვლავ უტევდნენ, ხოლო სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ.

 

პირველი გოლი კვლავ გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობას მოყვა, რომელმაც გიორგი ლორიას გადაცემა მიიღო, ფლანგზე მეტოქეს გაუსწორდა და ბურთი საჯარიმოში გაგზავნა. ჩაკვეტაძის პასს სწორ პოზიციაზე დახვდა გიორგი მერებაშვილი და საქართველო დააწინაურა – 1:0.

 

მასპინძლების მეორე გოლი თავად ჩაკვეტაძემ გაიტანა. კაჭარავას ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ ბურთი ყაზაიშვილმა მიიღო, რომელმაც საჯარიმოში ჩაკვეტაძე მოძებნა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ორი მეტოქე ჩამოიცილა და მეტოქის კარი აიღო.

 

ყაზახებმა ერთი გოლი ბოლო წუთზე გაქვითეს, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა თავი კარგად დაიცვეს და გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებიათ.

 

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 16 ქულით დაასრულა და „ერთა ლიგის“ ნახევარფინალს შინ ჩაატარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner