logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: პრობლემის აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო თანხებიდან თეთრი არ იხარჯება, თანხას გადაიხდის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“!
- +

20 ნოემბერი. 2018. 01:18

 

„ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო თანხებიდან ერთი თეთრი არ იხარჯება, პროცესის აქტიური მონაწილეა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

 

„ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მოსაზრება, რომ თითქოს საბიუჯეტო თანხები იხარჯება ამ ინიციატივაზე. ერთი თეთრი არ იხარჯება. პროცესის აქტიური მონაწილე გახლავთ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც გამოისყიდის და გადაიხდის იმ თანხას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება იქნეს განულებული 600 ათასი მოქალაქისთვის.

 

მოთამაშეების უმრავლეს ნაწილთან ეს შეთანხმება უკვე შედგა. მასში უამრავი ნიუანსია. დღეს კონკრეტულ ციფრებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიცი ის, რომ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გადაიხდის იმ თანხას, რომ ეს უზარმაზარი დავალიანება გაუნულდეთ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner