logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: თქვენი მეგობრების ნატურალური ფოტოების კოლაჟი წარწერით „არა ბოროტებას!“ - სირცხვილია?!
- +

20 ნოემბერი. 2018. 01:58

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„...ამ საღამოს ერთ-ერთ ტვ-ში ნაც-სამადაშვილს უბრძანებია- დღეს იმ (აწ უკვე ცნობილი) ბანერის დამზადება და გამოფენა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილიაო! 

 

- შე მართლა ცხვირდამშვენებულო შენა, 2007 წელს ვიღაც უნიჭო „მხატვრისგან“ ხელით დაჯღაბნილი კარიკატურა „ბადრის რა?“ წარწერით რომ ჩამოკიდეთ ყოფილი „კავშირგაბმულობის სახლის“ სახურავზე ნაცემი და გაუბედურებული, გასისხლიანებული ხალხის დასაშინებლად - ის არ იყო სირცხვილი და ეს, ჩვენგან დაკიდებული, უმაღლეს პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი თქვენი მეგობრების ნატურალური ფოტოების კოლაჟი წარწერით „არა ბოროტებას!“ - სირცხვილია?!“ - წერს ყარაულაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner