ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„...ამ საღამოს ერთ-ერთ ტვ-ში ნაც-სამადაშვილს უბრძანებია- დღეს იმ (აწ უკვე ცნობილი) ბანერის დამზადება და გამოფენა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილიაო!
- შე მართლა ცხვირდამშვენებულო შენა, 2007 წელს ვიღაც უნიჭო „მხატვრისგან“ ხელით დაჯღაბნილი კარიკატურა „ბადრის რა?“ წარწერით რომ ჩამოკიდეთ ყოფილი „კავშირგაბმულობის სახლის“ სახურავზე ნაცემი და გაუბედურებული, გასისხლიანებული ხალხის დასაშინებლად - ის არ იყო სირცხვილი და ეს, ჩვენგან დაკიდებული, უმაღლეს პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი თქვენი მეგობრების ნატურალური ფოტოების კოლაჟი წარწერით „არა ბოროტებას!“ - სირცხვილია?!“ - წერს ყარაულაშვილი.