„ვიცი, რომ ჩვენი პენსიონრებისთვის სესხი მტკივნეული პრობლემაა და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ბახტაძემ განაცხადა, უნდა არსებობდეს ისეთი რეგულაციები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს პენსიონრების უფლებებს.
„მე ვიცი, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა ჩვენი პენსიონრებისთის და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ, რომ პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვქონდეს ისეთი რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი მოქალაქეებს უფლებებს და არ გამოიწვევს იმას, რაც დღეს გვაქვს, როდესაც ჩვენი პენსირებისთვის თვიდან თვემდე არის გარკვეულწილად ჩამორჩენა ფულადი სახსრების თვალსაზრისით. ესეც გახლავთ სერიოზული გამოწვევა, ეს ეხება ბევრ მოქალაქეს, აქაც ჩვენ გვჭირდება საკმაოდ სერიოზული სამუშაოს გაკეთება, რათა სერიოზული პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. ამაზეც ვმუშაობთ და აქაც ძალიან მოკლე ვადებში გვექნება ახალი ინიციატივა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.