logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: ვაშაძე დილეტანტია, რომელსაც არ ესმის ფეხბურთის მნიშვნელობა!
- +

20 ნოემბერი. 2018. 03:02

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთს დაფინანსება უნდა შეუწყდეს.

 

„სახელმწიფო, რომელიც პრიორიტეტად სპორტს და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს აცხადებს, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთავრობა, რომელსაც არ ესმის რა არის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასეთ დროს საზოგადოება ვერ შექმნის ჯანსაღ საზოგადოებას.

 

ფეხბურთი უკან დახია დილეტანტურმა მიდგომებმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავის დროზე ფეხბურთს და ზოგადად სპორტს ებრძოდა. ამ პოლიტიკური პარტიის წევრია დილეტანტი, რომელიც საუბრობს ფეხბურთზე და ზოგადად სპორტზე. ეს პირი უნივერსიტეტში ესაუბრება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თამაშობენ ფეხბურთს რეგიონალურ ლიგაში და ფინანსდებიან იმ პროგრამიდან, რომლის შესახებაც ეს პირი ასე დილეტანტურად საუბრობს.

 

ნაციონალური მოძრაობის დროს ხელისუფლება მოედნებს ანგრევდა და დღეს მათ შეცდომებს ვიმკით. დღეს ეს ადამიანი იგივე რიტორიკით გვესაუბრება, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედებდნენ. ეს ადამიანი ხელს უშლის ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღად იცხოვრონ.

 

თუ გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სპორტის სახეობებში ევროპის ჩემპიონატები და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირები ჩატარდეს, ამ ადამიანის აზრი სრულიად მიუღებელია. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელიც წლების წინ ასე იქცეოდა. მათ არ ესმით ფეხბურთს რამდენად დიდი დატვირთვა აქვს.

 

თბილისში, დედაქალაქში უამრავი სტადიონი გაყიდეს, დღეს კი გვიწევს მათი შეცდომების გამოსწორება. მაგალითად რუსთავში სტადიონი დაუბრუნდა ქალაქს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნავს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner