logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: სესხის აღების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული
- +

20 ნოემბერი. 2018. 03:23

 

 

„სესხის აღება და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იქნას გამარტივებული და მისი აღების უფლება თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სესხის გაცემის პირობები არ უნდა იყოს ისეთი, რომ მივიღოთ ისეთი სესხების გაცემა, რომელიც წინასწარ განწირულია გაკოტრებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

 

„ეს ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მძიმე ტვირთი გახდება. ამ 700 000 ადამიანის უმრავლესობას, ვინც დღეს შავ სიაშია, ვალდებულება ისე ჰქონდა აღებული, რომ ისინი წინასწარ იყვნენ განწირული იმისთვის, ამ ვალდებულებას რომ ვერ შეასრულებდნენ. ან, თუ ვერ შეასრულებდნენ, მაშინ, ბინას, ან სხვა ტიპის ქონებას დაკარგავდნენ“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner