logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: პოლიტიკაში წასულ- წამოსული ჟურნალისტების მეტი რა გვინახავს საქართველოში...
- +

17 მაისი. 2016. 21:07



პუბლიცისტი პაატა ქურდაძე ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოლიტიკაში წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება:



სულ რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ კვირიკაშვილის პრესკონფერენციას ვუყურე ტელევიზიით და ეს სტატუსი დავწერე. ის ძალიან არ მოეწონა ბევრ ჟურნალისტს, მათ შორის მერაბ მეტრეველს...  განსაკუთრებით სტატუსის პოსტკრიპტუმი, როელიც მას ეხებოდა, ერთგვარად მისაყვედურა კიდეც, არა და როგორც აღმოჩნდა მართალი ვიყავი... როგორც დღეს ჩანს ბატონი მერაბი თავის პირველ პატარა ნაბიჯებს დგამდა დიდ პოლიტიკაში.

 

ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის ახალ კარიერაში... თუ არა და არც ამაზე ღირს გულის გატეხვა... პოლიტიკაში წასულ- წამოსული ჟურნალისტების მეტი რა გვინახავს საქართველოში... მხოლოდ ჩემთვის - ის ჟურნალისტები, რომლებსაც მე ჟურნალისტებს ვეძახი, პრინციპში, პოლიტიკაში არ მიდიან... თორემ ისე ჩვენ ქართველები, ჩვენი ცხოვრების რომელიღაც  ეტაპზე ერთხელ მაინც ცოტათი ყველანი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვართ."-  წერს ქურდაძე.




დღეს დილით ვუყურე პრემიერის შეხვედრას პოლიტიკური ოკშოუს წამყვანებთან. თავიდან  ბოლომდე! ერთი კითხვაც არ გამომიტოვებია!

 

ჩემთვის ყველაზე "საინტერესო " ის იყო, რომ ამ ჩვენს წარმატებულ ტელე ვარსკვლავებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ ისეთი "უმნიშვნელო" საკითხები როგორიც არის კულტურა, ეკოლოგია, საგარეო პოლიტიკაც კი, არც ტერორიზმი. ისლამი.. ბოლოს და ბოლოს ადამიანის უფლებები, რომლის გამო თავს იკლავენ თავიანთ გადაცემებში (თუ არ ჩავთვლით მაკა ცინცაძის კითხვას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ)... და საერთოდ ვინმემ ხომ არ იცით რას ნიშნავს ეს მედია სეგრეგაცია - რეგიონალურ და ცენტრის, ბეჭდვით ჟურნალისტებსა და ტელე და თოქ შოუ "ელიტას" შორის?

 

P.S. ჰო კიდევ - კარგი იქნება ამ ქართველ "ტელე სთარების" ნაწილს ვინმემ ელემენტრარული გაკვეთილი რომ ჩაუტაროს ჟურნალისტიკაში და აუხსნას რომ პრესკონფერცია არ არის თოქშოუ, ის არ იმართება იმისთვის რომ მაყურებელმა გაიგოს ესა თუ ის ჟურნალისტი ვის აძლევს ან არ ლევს ხმას, ეჟურნალისტის პროფესიის ფლობა გულისხმობს კითხვის ლაკონურ დასმის ხელოვნებას და არა პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც სრულიად პრიმიტიული, პოპულისტური, ნერვული რიტორიკული კითხვები მოსდევს."- წერდა ქურდაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner