logo_geo
eng_logo
ზესტაფონში გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
- +

20 ნოემბერი. 2018. 12:14

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარე პერიმეტრზე, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა.

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სკვერში მოეწყო ნაგებობა შადრევნისათვის, ცემენტ-ბეტონის საფარის ქვეშ დამონტაჟდა მწვანე ზონების სარწყავი და სკვერის განათების სისტემისათვის საჭირო გაყვანილობა. სრულდება ფანჩატურის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები. ამასთან ერთად, სკვერის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების შებათქაშება-შელესვითი სამუშაოებიც დამთავრებულია. პარალელურად მიმდინარეობს გზის საფარის და სკვერის მოწყობა-მოწესრიგების სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

 

აღსანიშნავია, რომ  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სკვერის განახლების პროექტის დაწყება ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის, გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილეს დაამთხვია და განახლებული სკვერი ქალაქს ახლებურ იერსახეს შესძენს.

 

ნიკოლაძეს ქართული მეტალურგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. იგი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა, დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში.

 

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და მისი ხელმძღვანელობით თბილისში  ფეროშენადნობთა სადნობი  საცდელი ღუმელი აშენდა. აქ ჩატარებული ცდების შედეგები კი საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას, რომლის დაარსებაშიც გიორგი ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა.

 

აღსანიშნავია, რომ გიორგი ნიკოლაძე, ვის სახელსაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ატარებს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სახელოვანი წინაპარია.

 

ვფიქრობ, ჩვენი ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ  ჩვენი კომპანია ზესტაფონს ასეთ საჩუქარს გაუკეთებს - ქალაქს მალე ახალი რეკრეაციული ზონა ექნება.

ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომჯორჯიან მანგანეზისთვისგარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები მაღალი პრიორიტეტისაა და ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სხვა პროექტს ვახორციელებთ“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner