logo_geo
eng_logo
ოთარ ვაშაყმაძე: პატივი ეცით ჩვენს საწრმუნოებას, ხალხსა და კულტურას!
- +

17 მაისი. 2016. 21:07



იურისტი ოთარ ვაშაყმაძე დღეს, ლგბტ პირების მიერ საპატრიარქოს კედლის შეღებვის მცდელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც სარწმუნოებას აკნინებენ, უმცირესობის უფლებებზე საუბარი არაადექვატურია.


„როგორ შეიძლება ამ უზნეობას თანამედროვეობა ვუწოდოთ? ნების თავისუფლებაზე საუბარი რა მოსატანია იქ სადაც, ქმედება ლახავს სარწმნუოებას, ტრადიციას და არის ყოველგვარი გარყვნილების და უზნეობის საფუძველი.

 

როგორ შეიძლება საშუალება მივცეთ ისეთ თავისუფალი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერის წაბილწვისა და ტრადიციების რღვევისაკენ?

 

ამ ყველაფრის ხელის არ შეშლა, ხომ პირდაპირ საწინადარია მომავალი თაობის, დამახინჯებული აღზრდისა, საშინელი მაგალითისა და ახალგარდობის გადაგვარებისა.

 

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ! და თუ არ გახსოვს, თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს, თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის იმ ხატის ფასი, თუ გააჩუქე წინაპრების პლოსტიც და ფლასიც რიღასთვის იხვეჭ მოსაღვეწელს?

რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით?

 

იმ ადამინების გასაგონად რომლებიც ხართ „სამართლანობის ზეიმი" და თითქოს იცავთ ადამინებს (რომლებსაც დაცვა ნამდვილად არ სჭირდებათ, პირიქით მათი საჯარო უზნეობისგან არის დასაცავი ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა ) თუ მოგწონთ ან უბრალოდ წინააღმედგი არ ხართ მსგავსი საზეიმო აქციებისა ჩემთვის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის ეს არის სრული მარაზმი, ტრადიციებისა და კულტურის შელახვა, სიბინძურე და უზნეობა რომელსაც საქართველოში გასაქანი არასდროს ექნება, არ მოხდება მსგავსი უკულტურობის დანერგვა და მითუმეტეს მისი ტრადიციად ქცევა, რომელიც ყოველწლიურად სიხარულით და ზეიმით აღინიშნება.

 

ხოლო თქვენ, რომლებიც დღევანდელ დღეს ზეიმობთ, მოგიწოდებთ იცხოვროთ თქვენთვის და ნუ მოითხოვთ იმაზე მეტს ვიდრე სახელმწიფოებრივი ხედვაა და იმას რაც სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ მოქალაქეთა ინტერესსზე მაღლა დგას. ეს არის კულტურისა და ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი სახელმწიფო და თუ სურვილი გაქვთ იცხოვრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშანი, მაშინ პატივი ეცით ჩვენს საწრმუნოებას, ხალხსა და კულტურას!"- წერს ვაშაყმაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner