აუცილებელი განმარტება: იქიდან გამომდინარე, რომ წინამდებარე პუბლიკაციაში მოთხრობილი ტრაგიკული და შემზარავი ისტორია პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებასთან, ჩვენ ვერ მოვახდენთ მის იდენტიფიცირებას და ნაციონალური ფაშიზმის მიერ ნაწამები და გაუპატიურებული პიროვნების ვინაობის გამჟღავნებისაგან თავს შევიკავებთ.
2011 წლის აგვისტო იდგა. აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი ოჩამჩირე ზაფხულის ხვატში იწვოდა და იხარშებოდა.
ზ. ა-ს არცთუ დიდი ხნის ნაცნობი გ.ტ. შეხვდა და სასადილოში დაპატიჟა – არაყი დავლიოთ, ლუდი დავაყოლოთო.
აგვისტოს პაპანაქებაში ლუდ-არყობანა როგორი საქმეა, მაგრამ ზ. ა-ს თავპატიჟი არ დაუდვია.
ისადილეს. დალიეს. ალკოჰოლმა თავისი ქნა. რომ შეზარხოშდნენ, გ. ტ-მ ზ. ა-ს სთხოვა, გალის რაიონში, სოფელ ოტობაიაში – ბიძაჩემის საფლავზე გამყევიო.
ზ. ა-ს ეჭვი არაფერში შეუტანია. უყოყმანოდ გაჰყვა.
საღამოს 5 საათი იქნებოდა, ოტობაიაში სასაფლაოზე რომ მივიდნენ. საიდანღაც მოულოდნელად გამოცვივდა ათამდე ნიღბიანი მამაკაცი. პისტოლეტები ჰქონდათ.
ზ. ა-ს ხელი სტაცეს და მდინარე ენგურისკენ გააქანეს. ფონი გადმოლახეს. უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ, ზუგდიდის რაიონში.
ამ ფაქტამდე ორი წლით ადრე – 2009 წლის ზაფხულში – მოქალაქე თემურ უბირიას ზუგდიდში ჩხუბი მოუხდა. პოლიციამ დააკავა და 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, ზედ 100-ლარიანი ჯარიმით.
გამომძიებელმა გელა ფეტელავამ დაკავებულ თემურ უბირიას შესთავაზა, პოლიციის აგენტი გახდი და დამნაშავე პირებზე ინფორმაციები მოგვაწოდეო.
უბირიამ უარი თქვა.
ფეტელავამ იგი თავის უფროსს კოხტა კოდუას კაბინეტში მიჰგვარა.
კოდუა უბირიას პირდაპირ დაემუქრა – თუ ჩვენი აგენტი არ გახდები, ციხეში დაგალპობო.
უბირია ჯალათის მუქარამ შეაშინა და აგენტობას დათანხმდა.
უფრო უარესი – ჯალათი კოდუას შიშით, უბირია თვითონაც ჯალათად იქცა, კერძოდ, კაცების გამაუპატიურებლად.
დაპატიმრების შემდეგ უბირია აღიარებით ჩვენებაში იტყვის:
„კოხტა კოდუამ მითხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც ბომბი აქვს შემოტანილი და რაღაცის აფეთქებას აპირებს, ჩვენ მას როცა დავაკავებთ, დაგირეკავთ, შენ უნდა მოხვიდე და „გააქათმო“, ანუ გააუპატიუროო. მე ამას დავთანხმდი“.
პიროვნება, რომლის „გაქათმება“, ანუ გაუპატიურება კოხტა კოდუამ თემურ უბირიას დაავალა, სწორედ ის ზ.ა. იყო, სოფელ ოტობაიას სასაფლაოდან ნიღბიანმა პირებმა რომ გაიტაცეს.
აფხაზეთიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე გადმოყვანილი ზ.ა. მისთვის უცხო შენობაში მიიყვანეს. ხელ-ფეხი შეუკრეს, თვალები აუხვიეს და ორი დღის განმავლობაში, საკვებს ვინ ჩივის, წყალიც კი არ მიუციათ.
ძაღლივით დაბმულს ორი დღის შემდეგ მიაკითხეს და მოსთხოვეს – აღიარე, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები გქონდა და თბილისში ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდიო.
ზ.ა. უარზე დადგა, რა აფეთქება, რის ტერორისტული აქტიო.
დაემუქრნენ, თუ არ აღიარებ, გცემთ, გაწამებთ და გაგაუპატიურებთო. მაინც უარობდა, არ ვარ ტერორისტი, არავითარ აფეთქებას არ ვაპირებდი, მსგავსი რამ გონებაში არასოდეს გამივლიაო.
ამის შემდეგ კოხტა კოდუას ჯალათები იმ საქმეზე გადავიდნენ, რომელიც კარგად ეხერხებოდათ.
ზ.ა. გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს:
„მათ დამიწყეს ცემა, ლანძღვა და გინება. სასტიკად მცემეს ხელებით და ფეხებით, თავში ფიცრის ნაჭერს მირტყამდნენ. საბოლოოდ, წამებას რომ ვერ გავუძელი, მამაკაცებს ვუთხარი, რომ ვიტყოდი ყველაფერს, რის თქმასაც ისინი მთხოვდნენ, ანუ ვიტყოდი და დავიბრალებდი იმას, რომ თითქოს თ. ა-ს დავალებითა და დაფინანსებით უნდა მომეწყო ტერორისტული აფეთქებები თბილისში“.
მწვალებლები ზ.ა-სგან მოითხოვდნენ, დაესახელებინა თბილისის რომელიმე კონკრეტული ადგილი, სადაც ტერაქტის მოწყობას აპირებდა.
ზ. ა. ასეთ ადგილს ვერ ასახელებდა.
როგორ დაესახელებინა, როცა არავისაგან არანაირი აფეთქების დავალება არ მიუღია?
ჯალათებმა მსხვერპლის ცემა-წამება გააგრძელეს.
ცოტა ხანში ვიდეოკამერა მოიტანეს, ზ.ა. მის წინ დააყენეს, თვითონ კი გადამღები აპარატურის უკან გამწკრივდნენ. ისე მოქმედებდნენ, ეტყობოდათ, რომ მსხვერპლის წამება ვიდეოფირზე მანამდეც ბევრჯერ ჰქონდათ აღბეჭდილი.
ვიდეოკამერა ჩართეს. ზ.ა-ს საკუთარი სახელი და გვარი ხმამაღლა ათქმევინეს. მერე მოაყოლეს, „როგორ განახორციელა ტერორისტული აქტი".
თუმცა, ჯალათებს ზ.ა-ს მონათხრობი არ მოეწონათ. მსხვერპლი დამაჯერებლად ვერ თხზავდა მწვალებელთათვის სასურველ აღიარებით ჩვენებას.
ამიტომ ოთახიდან გარეთ გაიყვანეს. ბნელოდა, მაგრამ ზ. ა-მ მაინც შეძლო, გაერჩია, რომ ტყეში იმყოფებოდნენ.
უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნაციონალურ ფაშიზმს სამეგრელოს ტყეებში სპეციალური ფარდულები ჰქონდა აშენებული, სადაც დაპატიმრებული მამაკაცები მიჰყავდათ და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.
ზ. ა-ც სწორედ ერთ-ერთ ასეთ საწამებელ ფარდულში ჰყავდათ დატყვევებული.
რამდენიმედღიანი ცემა-წამების მიუხედავად, მისგან სასურველი ჩვენება რომ ვერ მიიღეს, ჯალათებმა მსხვერპლის გაუპატიურება გადაწყვიტეს.
სწორედ აქ ჩაერთო საქმეში ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები პოლიციის აგენტი თემურ უბირია, რომელსაც კოხტა კოდუამ უთხრა – კაცს მოვიყვანთ და შენ უნდა „გააქათმოო“.
თუმცა, სანამ ზ. ა-ს უბირია გააუპატიურებდა, მანამდე ეს არაადამიანური საქმე კოხტა კოდუამ იკისრა და ზ.ა. „ნაბეღლავის“ ბოთლით გააუპატიურა.
გაუპატიურებული მამაკაცი ჩვენებაში ამბობს:
„მამაკაცებმა იქვე არსებულ ხის მაგიდაზე გადამაწვინეს და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ქვედა საცვალი ჩამხადეს. ამის შემდეგ ბოთლი შემიყვანეს უკან, საჯდომში და მაწამებდნენ. იმავდროულად მადებდნენ ე.წ. ელექტროშოკს, რათა დავნებებოდი მათ, წინააღმდეგობა არ გამეწია. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანს ხელით ვყავდი გაკავებული. ცოტა ხნის შემდეგ თავი დამანებეს, ხელ-ფეხი ისევ შემიკრეს და ოთახში დამტოვეს“.
გამოძიებით დადგენილია, რომ მამაკაცი, რომელმაც ზ.ა. უკანა ტანში „ნაბეღლავის“ ბოთლის შეყვანით გააუპატიურა, კოხტა კოდუა იყო.
კოხტა კოდუა – ნაციონალური ფაშიზმის ერთ-ერთი სიმბოლო!
კოხტა კოდუა – მანიაკი, რომელიც საკუთარ თავში იტევდა სააკაშვილის ანტიადამიანური რეჟიმის სრულ რაობას და არარაობას!
ზ. ა-ს გაუპატიურებას ვიდეოკამერით იღებდა მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გურამ ჭითანავა, რომლის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ მსხვერპლის წამებაში, კოხტა კოდუასთან ერთად, მეგის ქარდავაც მონაწილეობდა:
„მეგის ქარდავამ ჯიბიდან ელექტროშოკერი ამოიღო, კოხტა კოდუამ კი ზ.ა-ს მაისური აუწია და მეგის ქარდავამ დაუწყო ელექტროშოკერის მიდება დაკავებულს ზურგისა და მუცლის არეში, რაზეც ზ.ა. განწირული ხმით ყვიროდა.
მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ გვიბრძანეს, რომ ზ.ა. იატაკზე დაწვენილი, შეკრული ხელებით დაგვეკავებინა. ამ დროს კოხტა კოდუამ ზ.ა-ს ქამარი შეუხსნა, შარვალი და ქვედა საცვალი ჩაუწია და ყვირილით უთხრა, თქვი ყველაფერი, თორემ გაგაუპატიურებთო. ზ.ა. იატაკზე იწვა. კოხტა კოდუამ აიღო „ნაბეღლავის“ ბოთლი და გააუპატიურა უკანა ტანში, რაზეც ზ. ა-მ ტკივილისაგან ყვირილი დაიწყო“.
ნაწამები და პლასტმასის ბოთლით გაუპატიურებული ზ. ა. მწვალებლებს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე დათანხმდა და იფიქრა, აწი მაინც შემეშვებიანო, თუმცა, ნაციონალური ფაშიზმის ჯალათთა ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებას კიდევ ერთი, უფრო საშინელი აქტის განხორციელება დასჭირდა.
დიახ, ნაც-ჯალათები აზარტში იყვნენ შესული და უნდოდათ, რაც შეიძლება მეტხანს გაეხანგრძლივებინათ ის სიამოვნება, რომელსაც ადამიანის - ქართველი კაცის - მორალური განადგურებით იღებდნენ.
ვინ იცის, კიდევ როდის ჩაუვარდებოდათ ხელში მორიგი მსხვერპლი?
ამიტომ, ვინც უკვე ხელთ ჰყავდათ, იმის მეშვეობით უნდა დაეცხროთ თავიანთი მანიაკალური ჟინი.
ზ.ა. ჩვენებაში აღწერს:
„მათ გამაშიშვლეს და ნაგებობის გარეთ გამიყვანეს. ღამე და წვიმიანი ამინდი იყო. იქ კიდევ, თუ არ ვცდები, ორი ნიღბიანი მამაკაცი დაგვხვდა, რომელთაგანაც ერთ-ერთს ფეხი უჩანდა მოტეხილი ან სხვაგვარად დაზიანებული და ყავარჯნებით იდგა. გოჩა შონიამ, წითურმა მამაკაცმა და ერთმა ნიღბიანმა მამაკაცმა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, მუცლით გადამაწვინეს იქვე არსებულ ხის მაგიდაზე და რაღაც თოკის მაგვარით დამაბეს მასზე, რომ წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ მქონოდა. ამის შემდეგ წითურმა მამაკაცმა ჩართო ვიდეოგადამღები და ძალით ამაწევინა თავი, რომ ჩემი სახე გადაეღო.
ამის შემდეგ მოვიდა ჩემთვის უცნობი, სახეზე ნიღაბაფარებული, ყავარჯნებით მოსიარულე მამაკაცი, რომელმაც ჩემი ყვირილისა და თხოვნის მიუხედავად, თავისი სასქესო ორგანოთი გამაუპატიურა უკანა ტანში – სწორ ნაწლავში. მე სიმწრისგან ვყვიროდი და ვეუბნებოდი, რომ ვიტყოდი იმას, რაც მათ სურდათ, ოღონდ თავი დაენებებინათ“.
ნიღბიანი და ყავარჯნიანი ჯალათი, რომელმაც ზ.ა. გააუპატიურა, კოხტა კოდუას მიერ გადაბირებული აგენტი თემურ უბირია იყო.
ქვემდგომმა ჯალათმა ზემდგომი ჯალათის დავალება შეასრულა – კაცი „გააქათმა“. გააუპატიურა. ღირსება წაართვა.
თუმცა, ნაც-ფაშისტები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ.
მანიაკებს გაუკუღმართებული სექსუალური ფანტაზიები არა და არ დაუცხრათ.
მათ ჯალათ უბირიას უბრძანეს, მაგიდაზე დაბმულ ზ. ა-სთან ორალური სქესობრივი კავშირიც დაემყარებინა.
ზ.ა.-ს ჩვენებიდან:
„არ იკმარეს უკანა ტანში ჩემი გაუპატიურება და იმ მეხუთე მამაკაცს უთხრეს, რომ ჩემი გაუპატიურება განეხორციელებინა პირის ღრუში. მან იმათი მითითება შეასრულა და სცადა მამაკაცის სასქესო ორგანოთი ჩემი პირის ღრუში გაუპატიურება. მე პირს არ ვაღებდი და იმ ოთხი მამაკაციდან რამდენიმე იძულებით ცდილობდა, რომ პირი გამეღო“.
იმავე სცენას გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ჯალათი უბირიაც აღწერს:
„მე დავაჯექი მამაკაცს გულმკერდზე, მათ წამოუწიეს მას თავი და ცდილობდნენ, ხელი შეეწყოთ ჩემთვის სქესობრივი კავშირის დამყარებაში მამაკაცის პირის ღრუში, რის შემდეგაც მე სასქესო ორგანოს ვადებდი მამაკაცს სახეზე და ტუჩებზე, თუმცა, ის გვიძალიანდებოდა და ვერ ვახერხებდი მის პირის ღრუში მოთავსებას“.
უბირია თავის ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ მსხვერპლთან სქესობრივი კავშირის დამყარება თავდაპირველად ვერ შეძლო.
თუმცა, ჯალათებს, რომლებსაც ზ.ა-ს გაუპატიურება უზენაეს ამოცანად ჰქონდათ დასახული და მის შესრულებას თავიანთი ღირსების საქმედ მიიჩნევდნენ, გამოსავალზე დიდხანს არ უფიქრიათ.
მათ გამაუპატიურებელი უბირიას სექსუალურ პოტენციაზე ოპერატიულად იზრუნეს – ყავარჯნიანი ჯალათი მანქანაში ჩაისვეს და ზუგდიდში წაიყვანეს, სადაც აფთიაქში პრეპარატი „ვიაგრა“ შეიძინეს.
გამაუპატიურებელი უბირია ჩვენებაში აღწერს, თუ რა ჩაიდინა მან ერთი აბი „ვიაგრას“ მიღების შემდეგ:
„ნიღბიანმა მამაკაცებმა – ლაგვილავამ, ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა – შიშველი მამაკაცი მუხლით ქვევით გადააწვინეს რაღაც საგანზე, სავარაუდოდ, ხის მაგიდაზე, დაუბეს ფეხები და ხელები და დამიძახეს მე, რომ გამეუპატიურებინა უკანა ტანიდან დაბმული მამაკაცი. მე მივედი შიშველ მამაკაცთან უკანა მხრიდან და მასთან დავამყარე სქესობრივი კავშირი უკანა ტანიდან“.
უბირიამ თავისი საქმე შეასრულა!
შეასრულა 5-იანზე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს ეკადრებოდა, ისე!
5-ნომრიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები გამაუპატიურებელი უბირიას მიერ 5-იანზე შესრულებული საქმით კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩნენ.
უბირიას გასამრჯელოც გადაუხადეს.
იგი ჩვენებაში ამბობს:
„ჩემს საქმეს რომ მოვრჩი, ნუკრი ლაგვილავამ, ირაკლი ახალაიამ და წითურმა მამაკაცმა ჩამსვეს კვლავ მანქანაში და მიმიყვანეს სახლთან, სადაც ნუკრი ლაგვილავამ გადმომცა 35 ლარი“.
ქართველმა არაკაცებმა ქართველ არაკაცს ქართველი კაცის გაუპატიურებაში 35 ლარი გადაუხადეს!
35 ლარი - ამდენი უღირდა ნაციონალურ ფაშიზმს ქართველი კაცის ღირსება!
35 ლარი - ამდენი იყო სააკაშვილის საქართველოში ადამიანის, დემოკრატიის, კანონისა და სამართლის ფასი!
35 ლარი - ამდენი უჯდებოდა ქართული აბუ-გრეიბის არსებობა ნაციონალურ მოძრაობას! საქართველოს კი უჯდებოდა სისხლის, ცრემლისა და ღირსების ფასად!
ფოტოებზე: თემურ უბირია, კოხტა კოდუა, მეგის ქარდავა
ავტორი: ჯაბა ხუბუა