logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ხალხი განადგურებულ ვენახებთან ზის და ტირის...
- +

17 მაისი. 2016. 21:17



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სტიქიის შემდეგ საგარეჯოს სტუმრობდა.


როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სეტყვამ საგარეჯოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა, დასეტყვილია ვენახები და მოსავლის ნახევარი გაფუჭებულია.



„საგარეჯოდან დავბრუნდი. ვენახების დიდი ნაწილი სეტყვამ გაანადგურა. ხალხი სასოწარკვეთილი და გაბრაზებულია. გაბრაზებულია იმიტომ, რომ სეტყვასაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება დროულად არ მოხდა. არადა, ამ ტექნიკაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონიდან 20 მილიონამდეა გადახდილი.

 

თავდაცვის მინისტრი მისი სამინისტროს დაუდევრობით გამოწვეული შედეგების შესწავლას ამავე სამინისტროს გენინსპექციას ავალებს.

 

ეს იმას მახსენებს, თავდაცვის მინისტრმა მუხროვანში ჯერ ჯარი რომ გამოიყენა, გააყალბა არჩევნები და მერე სპეცუბნების გაუქმების "ინიციატორად" რომ მოგვევლინა.

 

სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, "დელტას" შეფერხება თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ცენტრთან დაპირისპირებამ და კონკრეტულად სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების არაპრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნევამ განაპირობა. მილიონობით ზარალის თავიდან აცილება ან მინიმალიზირება შესაძლებელი იქნებოდა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ვადებში რომ მიეცა დაფინანსება სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის", რათა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს გამართულად ემუშავა... ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც უკვე მოხდა? აუნაზღაურებს თუ არა სახელმწიფო მოსახელობას ზარალის საფასურს? ცხადია, არა. რა გააკეთოს კაცმა, რომელსაც ვსაყვედურობთ, რომ არ მუშაობს ( არადა, მუშაობს), ზარმაცია... ( არადა, ზარმაცი არაა, კარგი ვენახი გააშენა)... და ამ დროს, ყველაფერი ერთმა სეტყვამ დაუნგრია. ვინმე იქ, ზემოთ დარდობს ამ ქვეყანაში ადამიანებზე, ყველას გრძელი ენა რომ აქვს გამოყოფილი და მარტო კბენა-ღრენაზე არიან გადასული?!

 

ხალხი განადგურებულ ვენახებთან ზის და ტირის... უგულო უნდა იყო, რომ ამას უყურო, მოუსმინო და სული არ შეგიძრწუნდეს."- წერს ინაშვილი.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner