logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: მე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მჯერა!
- +

20 ნოემბერი. 2018. 17:10

 

„ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი“, - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„კანდიდატთა შორის ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მისაღები იყო. ჩვენი ქვეყნის 80%უნდა ააყვავო ისე, რომ ის 20% თვითონ შემოგიერთდეს. ამას სჭირდება „დრეკადი“ პოლიტიკოსი. ასეთად მიმაჩნია ეს ქალბატონი, აღარაფერს ვიტყვი მის გარეგნობაზე და წინაპრებზე. ბინის ამბავი კი არანაირად არ არის დაკავშირებული არჩევნებსა და პოლიტიკასთან. არავინ დამპირებია, რომ ბინას დამიბრუნებს.

 

ჩემა ქალიშვილმა და ცოლმა ახალგაზრდებს მიაქირავეს ფართობი, ისინიც ადგნენ და დაუკითხავად ჩადეს იპოთეკაში, ის ფული კი დახარჯეს... მერე სხვა ფინანსურ დაწესებულებებში გადაიტან-გადმოიტანეს. იურისტები მეუბნებიან, ბევრი დეტალია ხელმოსაკიდი, თუმცა ხანგრძლივი პროცესი იქნებაო. ეს ბინა ჩემს ცოლსა და მის დას მამამისმა დაუტოვა. ყოფილი მხატვართა სახლის უკან, გუდიაშვილის სახლი რომ იყო, ის სადარბაზოა...

 

ახლა დავუბრუნდეთ ისევ ქალბატონ სალომეს... შემრცხვა მათ მაგივრად, ვინც ქართული დაუწუნა. მერე რა, რომ ლევან ბერძენიშვილივით მჭევრმეტყველი არ არის. ბატონ ლევანს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა...

 

მე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მჯერა! დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას - ვნახოთ, როგორი გუნდი შეიკვრება. დღეს „ქართული ოცნების“ გუნდი „ჭრიჭინებს“, შეცდომაში, გაურკვევლობასა და ბურუსში ვიყავით და ამას არც მალავენ... უნდა დავრწმუნდეთ, დავისვენოთ. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი“, - განაცხადა ზურა ყიშიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner