დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
2018 წლის 19 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით სსკ-ის 173 მუხლით დაკავებულ ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ კობა კ-ს და გელა კ-ს იზოლატორში შესახლებისას აღენიშნებოდათ დაზიანებები, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.