ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია politcommersant.ge-თან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო რეიტინგსა და გამარჯვების შანსებს აფასებს:
„2016 წლის საპარალმენტო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისთვის" შეიძლება იყოს ბოლო და ის, პოლიტიკური ბაზრიდან გავიდეს. მაგრამ როგორც სარეველა, რომელსაც მოჭრიან და ხმება, შემდეგ კი მისი განშტოებები ჩნდება და უფრო მრავლდება, ამ პარტიამაც შეიძლება სინამდვილეში ბევრად უფრო ძლიერ პერსპექტივებს მიაღწიოს.
დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსასვლელად, დესტრუქციის გარდა, არანაირი ბერკეტი არ აქვს თუ არ მოაწყობს გადატრიალებას ან აჯანყებას. პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ეთადერთი შესაძლებლობაა, პარტიის დაშლით გარკვეული პერესპექტივა უზრუნველყოს."- აღნიშნავს გამზარდია.
წყარო: politcommersant.ge