logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია, იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელია
- +

20 ნოემბერი. 2018. 21:13

 

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდეს.

 

"ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია, იტყვის, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ყველა მიმართულებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, თუნდაც ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საუბარი და საერთოდ არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები. უამრავი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

 

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობებს ამზადებს. მათი ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner