საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„მოულოდნელი ჩემთვის ნამდვილად არ ყოფილა და მგონი ძალიან ბევრისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ამ დიალოგის ავთენტურობა. ადამიანები, რომლებიც თავის თანამემამულეებს, თავის ქვეყანას აგინებენ და ასეთი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ კერძო საუბარში, ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს და მგონია, რომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ამაზე აბსოლუტურად ადექვატური დასკვნა, თუ რა შეიძლება ამაზე ითქვას, თუმცა ჩემთვის მოულოდნელი ეს არ ყოფილა“, - განაცხადა ქანთარიამ.