logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ისევ „ჩაკრულო“ და „მრავალჟამიერი“ თუ გვიშველის!
- +

20 ნოემბერი. 2018. 22:20

 

ისევ "ჩაკრულო" და „მრავალჟამიერი" თუ გვიშველის

**********************

 

მოასმენინეთ და ანახეთ ეს ჩანაწერი პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის შტაბების წევრებს, გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს და...

 

თვალზე ცრემლიანები დათვალეთ!

 

გამარჯვებულიც გამოვლენილი იქნება!

 

დავიჯერო, ახლა უცხოეთიდან ჩამოყვანილი "პიარშიკები" რამეს გაიგებენ, ან რომელიმე ნერვი აუტოკდებათ?

 

რაში ხარჯავენ ქართულ ფულს? პილიტექნოლოგია მაშინ არის შედეგიანი, როცა ადამიანის სულს ეხება... რა იცის ნებისმიერმა ვინმე შკლიაროვმა და K- ომპანიამ რა არის ქართული სული? თუ როგორ ტკივათ მათ ჩვენი პრობლემები, იმ რიტორიკაში ჩანს 100 სიტყვიდან 98 რომ უტიფრობის და ცინიზმის კლასიკური ნიმუშია. დაშოკილია ხალხი. შეაზიზღეს არჩევნები კი არა მარტო, ყველაფერი!..

 

კიდევ უფრო გახლიჩეს საზოგადოება, უფსკრულამდე მიიყვანეს!

 

ვინც თქვენ ეგ გზა გირჩიათ (გიბრძანათ), იმას ტკივა საქართველო? იმდენი არ აგიდგათ გვერდები დამკვეთსაც და შემსრულებელსაც.

 

ან, ვინც მას დაუჯერა, ნეტავი მის ტვინში ჩამახედა! ანდა რა, რომ ჩაიხედო რამეს დაინახავ სიცარიელის გარდა?

 

... ერთი სიტყვით, "ჩაკრულო" და "მრავალჟამიერი" შეკრავს ერს, გადაგვარჩენს ჩვენ და არა... უტიფარი, დემაგოგი და ყბედი წინსაარჩევნო-სარეკლამო "სახეების" ბჟუტური...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner