„საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, სადაც მოსახლეობამ თავისი ნება მტკიცედ უნდა დააფიქსიროს, თუ რას ფიქრობს მომავალზე და რა ხედვები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში კადეტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ ვმოღვაწეობთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სერიოზულ გამოწვევებში არის საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ჩვენს შორის არიან ადამიანები,რომლებიც ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოაძევეს მარტო იმიტომ, რომ ისინი არიან ქართველები და მათი არაფერი დაუშავებიათ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისში კადეტთა სასწავლებელს სტუმრობდა.