logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: თუ გველი ადამიანს კბენს, იმას კოპლებს რომ დაახატავ, ჭიამაია არ გახდება!
- +

20 ნოემბერი. 2018. 22:49

 

„თუკი გველი ადამიანს კბენს, კოპლებს რომ დაახატავ, ჭიამაია არ გამოვა, ესაა ნაციონალური მოძრაობა", -ასე უპასუხა ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა „tvპირველის“ ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას, რომ 2007 წლის „იმედის" დარბევის შემდეგ, პარტიამ გაიაზრა თავისი შეცდომა, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თანამდებობიდან გადადგა.

 

„სააკაშვილი კი არ გადადგა, გადააყენეს და ამის შესახებ თქვენ ძალიან კარგად იცით. სააკაშვილი ჭირვეული ბავშვივით ბოლომდე იყო ჩაბღაუჭებული ძალაუფლებას, როგორც ბავშვი სათამაშოს და არცერთ შემთხვევაში არ დათმობდა. მან საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელა და კიდევ ერთი წელი გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა. რაც ვერ შეისრულა, იმის სანაცვლოდ აქეთ დაიმატა კიდევ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე: თუკი გველი კბენს ადამიანს, იმას კოპლებს რომ დაახატავ, ჭიამაია არ გამოვა მისგან. აიეს არის ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner