საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურს პარტია „ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება თითქმის მიღებული აქვს.
როგორც თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული ოცნების" დატოვების შესახებ "თითქმის მიღებული აქვს", თუმცა ყველა პროცედურა არ დაუსრულებია.
„გადაწყვეტილება თითქმის მიღებული მაქვს, მაგრამ არ მისაუბრია იმათთან, ვისაც პატივს ვცემ. დამშვიდობებაც ღირსეული უნდა იყოს. არ შეიძლება, ასე კარი გამოიჯახუნო და წახვიდე. ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩემი კურსელია. არ მისაუბრია პარტიის უკვე ახალ თავმჯდომარესთან, არ იმყოფება საქართველოში. ვფიქრობ, კვირის ბოლომდე დავასრულებ ამ პროცედურებს", - განაცხადა მეჭიაურმა.