ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე
************************************
ისე წავიდა ჩემი ცხოვრება რომ უკვე 50 წელია ამ დიდებულ ქალბატონთან მაკავშირებს არაფორმალური ნაცნობობა, რომელიც აღსავსეა დიდი მოწიწებით, სიყვარულით, უსაზღვრო ნდობით, როგორც ექიმისადმი და როგორც ადამიანისადმი, რომელიც გიწევს უფროსი დის მაგივრობას.
ერთი შტრიხი, მისი პიროვნების დასახასიათებლად, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი: ის პირადი ექიმი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის. სარგებლობდა მათი აბსოლუტური ნდობით. ერთმანეთთან აკავშირებდათ უახლოესი მეგობრობა. პრაქტიკულად იყო მათი მესაიდუმლე სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. მე მიწევდა ამ ურთიერთობის მოწმე ვყოფილიყავი და... არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, როცა ქალბატონ გულიკოს მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება სხვის დასანახად გასცდენოდა ექიმის სტანდარტულ მოვალეობების საზღვრებს, ნებისმიერ შემთხვევაში. დღემდე!!! თუმც, არაერთგზის ქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა მართლა გულწრფელი სიახლოვით პრეზიდენტის ოჯახთან. ამ მხრივ ის გახლდათ უნიკალური და უკეთილშობილესი გამონაკლისი პატივცემულ მდედრთა იმ ჯგუფში, რომელიც შეადგენდა „პირველი ლედის“ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ „ამალას“...
„აკადემიკოს გ.ჩაფიძის კლინიკა“ გახდა სამჭედლო კარდიოლოგთა ახალი თაობის აღზრდის, დაოსტატების და ასპარეზზე გამოსასვლელად.
პირად ცხოვრებაში მეტისმეტად უსამართლოდ და ტრაგიკულად „გაწირული“ ეს სიკეთით სავსე ქალბატონი მისსავე სახელობის კლინიკაში სარგებლობს ფანტასტური სიყვარულით, რომელიც შეედრება მხოლოდ დედაშვილობისთვის დამახასიათებელ გრძნობებს. ამ მხრივ მაგალითს იძლევა ავთანდილ ჯორბენაძე, მისი გუნდი, რომელიც, რომ იტყვიან, ცივ ნიავსაც არ აკარებს ამ ქვეყნის წინაშე დამსახურებულ დიდებულ ადამიანს. აი, ეს არის თაობათა მემკვიდრეობითობის და ვალმოხდილი მოღვაწის დაფასების მაგალითი.
დღეგრძელობა არ მოგაკლდეს ძვირფასო ქალბატლნო გულიკო!