logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ბანკი კრედიტს იოლად ვეღარ გასცემს!
- +

21 ნოემბერი. 2018. 03:45

 

 

 

„ბანკი კრედიტს იოლად ვეღარ გასცემს არა იმიტომ, რომ მას შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ იმიტომ, რომ შემოთავაზებულია ახალი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „არჩევანში“.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ინიციატივა შეეხება დაახლოებით, 600 ათასზე მეტ ადამიანს და შესაძლებელია, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ბევრი საფინანსო ინსტიტუტი და ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს ფონდ „ქართუს“, რათა მიყიდოს პრობლემური სესხები.

 

„დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოთავაზებული და ინიცირებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები და მოდელი. ზუსტად ეს ავალდებულებს ბანკებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას, შეისწავლონ პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა მას გადახდის საშუალება, გაზომოს, რამდენის გადახდა შეუძლია და იმის ადეკვატური სესხი მისცეს. შესაბამისად, მომავალში მნიშვნელობა მიენიჭება არა იმას, იყო თუ არა ადამიანი „შავ სიაში“, არამედ შეუძლია თუ არა ახალი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში კრედიტის მომსახურება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში მოხდება ამ პირების ამოშლა ე.წ. შავი სიიდან.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner