logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: დასავლეთის ლიდერები უფრო უფრთხილდებიან საქართველოს, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი ვაი-პოლიტიკოსი
- +

24 თებერვალი. 2016. 18:46


 

„ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ დასავლეთის ლიდერები, NATO-ს ხელმძღვანელები უფრო უფრთხილდებიან საქართველოს, ვიდრე საქართველოს ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსი", - განუცხადა „რეპორტიორს" ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ. მისი თქმით, დასავლელმა პოლიტიკოსებმა კარგად იციან, რომ განცხადებაც კი, საქართველოსთვის MAP-ს გადაცემის შესახებ, საკმარისია, რომ პუტინის რეჟიმმა კონკრეტული ღონისძიებების პაკეტი აამოქმედოს.


„ამიტომაც არ აკეთებენ  ამ განცხადებას დასავლეთის ლიდერები, რადგან უფრთხილდებიან საქართველოს. სამოქმედო გეგმის გადმოცემის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება სამხედრო ძალები განათავსოს ახალქალაქის ყოფილი ბაზის ტერიტორიაზე, სადაც 200 წელი იდგნენ, ასევე სენაკის ტერიტორიაზე. შემდეგ კი განაცხადონ, რომ მოძმე ქართველ ხალხთან არაფერი აქვთ გასაყოფი, მაგრამ ვინაიდან საქართველოს NATO-ში ჩათრევა ხდება, უნდა დაიცვან სამხრეთ ზღურბლი რუსეთისთვის, რადგან თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა. ამას გააკეთებენ კიდეც! დასავლეთი კი ამას ნამდვილად აღარ უპასუხებს სამხედრო დაპირისპირებით. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. მე ყოველთვის მომხრე ვიყავი დასავლური ორიენატაციისა, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამ ტაქტიკას, დიპლომატიასა და პრაგმატულ პოლიტიკას, სხვაგვარად მივიღებთ უკუშედეგს, რომლის ერთ-ერთი მაგალითი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში", - განაცხადა მამრაძემ.

 



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner