logo_geo
eng_logo
ლევილის მამული საქართველოს, სავარაუდოდ, სექტემბერში დაუბრუნდება
- +

17 მაისი. 2016. 22:16



ლევილის მამული საქართველოს, სავარაუდოდ, სექტემბერში დაუბრუნდება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განაცხადა, მთავრობამ დაამტკიცა დოკუმენტი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოსაცემი ღონისძიებების თაობაზე.


მისივე ინფორმაციით, ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დასრულებულია და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული მამულის ღირსეული დაბრუნებისთვის.


დღესდღეობთ ბურთი არის ფრანგული მხარის მოედანზე და ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დასრულდეს მიმდინარე წლის სექტემბრამდე. შენარჩულებული იქნება მამულის ისტორიულ-კულტურული პროფილი და ასევე სამომავლოდ, იქ მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოყო 107 ათასი ევრო მამულის დიაგნოსტიკური და წინასწარი შეფასებითი სამუშაოსთვის. ასევე დაიდო მამულის შემდგომი მოწყობის გეგმა",- აცხადებს გელა დუმბაძე. მისივე განცხადებით, ფრანგულმა მხარემ განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად დასჭირდებათ 2 თვე მაინც. „ამ ყველაფერს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს დროებით დაკარგული ტერიტორიები, რადგან აქ საუბარია 5 ჰექტარ ტერიტორიაზე ევროპის შუაგულში. ქართველი ხალხისთვის ეს იქნება ინსპირაცია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ მშვიდობიანად და სიბრძნით უფრო მეტი ტერიტორიების დაბრუნებაზე",- აცხადებს გელა დუმბაძე.


რაც შეეხება ლევილის აკადემიას, როგორც მინისტრმა განმარტა, ეს იქნება სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა პროფილურ კვლევებს ჩაატარებს ქართველი მეცნიერების მონაწილეობით.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner