logo_geo
eng_logo
ვინ არის მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა „ებრაელი აფერისტი“ უწოდა
- +

21 ნოემბერი. 2018. 12:51

 

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ ისრაელიდან ჩამოსულ სპეციალისტს „რუსთავი 2“–ის ეთერში „ებრაელი აფერისტი“ უწოდა.

 

„ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს [ივანიშვილმა] მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.

 

ერთი სიტყვით, ისინი [„ქართული ოცნება“] არიან პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

 

მანამდე კი სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას და ისრაელიდან ჩამოსულ პიარის სპეციალისტს „ისრაელელი აფერისტი“ უწოდა.

 

მოშე კლუგჰაფტი საერთაშორისო მასშტაბით საარჩევნო კამპანიების მენეჯერია. უმუშავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ავსტრია, რუმინეთი; ამ უკანასკნელში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია ერთ-ერთი საუკეთესოდ არის აღიარებული ინოვაციური მეთოდების გამოყენების კუთხით.

 

ისრაელში, კლუგჰაფტი განათლების მინისტრის - ნაფტალი ბენეტის უფროსი მრჩეველი იყო, რომელმაც 2%-იანი ცნობადობის მიუხედავად, 12 მანდატით შეძლო ქნესეტში მოხვედრა. მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნეთანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას „ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის“ წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

 

კლუგჰაფტი პრესტიჟულმა ფინანსურმა გამოცემამ „Globes“-მა აღიარა ყველაზე გავლენიან სტრატეგიულ ექსპერტად. ხოლო „ფორბსმა“ ის ისრაელის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. მოშე კლუგჰაფტი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის უკანასკნელი კამპანიის მენეჯერი იყო.

 

მოშე კლუგჰაფტის ლექსი „გადარჩენილი“ 2018 წელს, გაერო-ს ტრიბუნიდან ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, სამ ენაზე: ებრაულად, არაბულად და ინგლისურად გაჟღერდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner