logo_geo
eng_logo
კახა საბანაძე: იაგო ნებიერიძემ მოგვცა დამატებითი ჩვენება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერტიმენტი, ველოდებით დოკუმენტური მასალის დამუშავებას
- +

21 ნოემბერი. 2018. 18:13

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, 14 წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

„2004 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბრალდებული იაგო ნებიერიძე, მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებულ იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დასჭირდება, ზუსტად ვერ ვიტყვით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner