logo_geo
eng_logo
დადიანის სასახლის აღდგენა-რესტავრაციისთვის ფონდმა „ქართუმ“ 2 მილიონი ლარი გადაიხადა
- +

21 ნოემბერი. 2018. 18:38

 

 

დადიანის სასახლის აღდგენა-რესტავრაციისთვის ფონდმა „ქართუმ“ 2 მილიონი ლარი გადაიხადა.

 

დადიანების სასახლისა და ისტორიული მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას განცხადებით, „ჩვენ ფონდ „ქართუს“ დახმარება ვთხოვეთ და ფონდიც ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას“.

 

მისი თქმით, ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლე წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო.

 

„როცა ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა, მაშინ ჩვენთან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი იყო. ჩვენ მას დახმარება ვთხოვეთ და ფონდი „ქართუ“ ოპერატიულად გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას. ბატონმა ბიძინამ მუზეუმის აღდგენა პირადად ითავა. სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, სპეციალისტების მონაწილეობით მომზადდა დეტალური პროექტი და რეაბილიტაცია 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუზეუმის აღდგენის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი არაჩვეულებრივადაა გაკეთებული. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის", - განაცხადა ლილი ბერაიამ.

 

მისი ინფორმაციით, ნიკო დადიანის სასახლის შემდეგ ფონდი „ქართუ“ რეაბილიტაციას დადიანების მთავარ მე-19 საუკუნეში აშენებულ დედოფლის სასახლეში გაგრძელებს.

 

ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება და მუზეუმი საახალწლოდ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner