logo_geo
eng_logo
სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა მცენარეთა დაცვის საშუალებებს მიიღებს
- +

18 მაისი. 2016. 00:29



საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - გოჩა ცოფურაშვილი, ამავე სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი -  შალვა კერესელიძე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი - თენგიზ კალანდაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი - დავით ონიაშვილი, პირველ მოადგილესთან ერთად, შიდა ქართლში  გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღნიშნული შეხვედრა 6 მაისს (და მის შემდგომ პერიოდში) სეტყვისგან მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხს შეეხო.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობა მრავალწლიანი ნარგავების დაცვის მიზნით,  ფუნგიციდებს მიიღებს.  მცენარეთა დაცვის საშუალებების მიღება სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვალიდან, 18 მაისიდან შეეძლება.  კუთვნილი პრეპარატების მიღება შესაძლებელი იქნება შ.პ.ს.-ებში: „აგროქართლი", „კარტლიში", „აგროკომსა" და ყველა იმ მაღაზიაში, რომლებიც პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამის ხელშეკრულებას გაუფორმებენ. თითოეულ მათგანს გადაეცემა შესაბამისი სია, რომლითაც მოსახლეობა კუთვნილ საწამლ საშუალებებს სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.


ამ ეტაპზე, კვლავ მიმდინარეობს დაზარალებული ფართობებისა და მათი მფლობელების სიის  დაზუსტების პროცესი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner