საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას მოქალაქეებისთვის საბანკო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე.
გიორგი შალუტაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არავითარი მოსყიდვა არ არის.
„ეს არის დახმარება, რომელზეც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მიდიოდი საუბარი. „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო პროპაგანდაზე კომენტარი ზედმეტია. სამწუხაროდ, ეს არის ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლების გარდა არაფერი აინტერსებს. ხალხს ასეთი დახმარება გაეწია, მილიარდ-ნახევარი ლარი ჩამოაწერა გადახდისუუნარო მოქალაქებს და ამას როგორ შეიძლება მოსყიდვა უწოდო. რა შუაშია არჩევნები, ფონდი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ქველმოქმედებითაა დაკავებული. რად უნდა ამას „ნაციონალი“ და რაციონალი, რაც ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა 600 ათასი ადამიანის სასარგებლოდ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად. არსებობს ბევრად უფრო მაღალი იდეალები, ვიდრე ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. ეს თემა უმადურობის კატეგორიაში გადის. კარგზე ყოველთვის კარგი უნდა ითქვას, ცუდზე კი ცუდი“, - აცხადებს გიორგი შალუტაშვილი.