logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: მაინც ვუბრუნდები შეკითხვას - მაშინ სად იყავით, სად?
- +

21 ნოემბერი. 2018. 22:43

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან მაინტერესებს ისე, მე ვერ ვიხსენებ და იქნებ ვინმეს გახსოვთ - 2013 ში რომ აჭარის კუდის ყოფილმა უფროსმა, თუ კარგად მახსოვს პატარიძემ რომ აღიარა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე ათასობით ყალბი პირადობები დავბეჭდეთო, მაშინ რომელიმე არასამთავრობოს მაინც თუ ჰქონდა რეაქცია მართლაც ამ რეალურ დანაშაულზე? პოსტფაქტუმ მაინც, თორემ მანამდე ხმის ამომღები ვინ იყო?

 

ალბათ ყველას გახსოვთ, მაშინ ოზურგეთში მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს და მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ოზურგეთის გრიფით 6000 მდე ყალბი პირადობაა დამზადებულიო.... ვისაც შეიძლებოდა, ვინც გვეკონტაქტებოდა ყველას ვუთხარი; საერთაშორისო დამკვირვებლების ჩათვლით, თუმცა ამის დამტკიცება მაშინ არ შეგვეძლო. შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს საქმე მაინც გასკდა და დადასტურდა, მოგვიანებით, 2013 ში. უკვე ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. მოკლედ სწორედ უმცროსი ვაშაძის პერიოდში მასიურად დაიბეჭდა ყალბი პირადობის მოწმობები და ბევრ ადგილზე ნაცებმა მაშინ შეძლეს მათი გამოყენება. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კარგად მახსოვს, რომ ოზურგეთში ძალიან კონკრეტულ სოფლებში ჩაყარეს და ჩაყარეს ბიულეტენები ნაცმოს და მისი ოდიოზური კანდიდატის სასარგებლოდ და იქ მოგვპარეს ხმები, ჩვენ ჯამში ოლქში მაინც მოვიგეთ დაახლოებით 9500 ხმის უპირატესობით, როგორც მახსოვს.

 

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და თავად ხელისუფლების მოწადინებით საარჩევნო პროცედურები სრულიად გამჭვირვალეა და ათასი თვალყურის და კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

 

არავითარი ყალბი პირადობები ჩვენ არ გვჭირდება. თავად ჩვენმა ოპონენტებმა დაამტკიცეს , რომ ამაოა ეს ყველაფერი.

 

მაინც ვუბრუნდები შეკითხვას - მაშინ სად იყავით, სად?“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner