logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მოქვითინე სააკაშვილს საჩუქრად ჩემი ძმის პიჯაკს ვუგზავნი...
- +

21 ნოემბერი. 2018. 23:24

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს მოქვითინე სააკაშვილს საჩუქრად ვუგზავნი ჩემი ძმის პიჯაკს...

ჩემი ძმა დიდსულოვანია და მისი დაპატიმრების ბრძანების გამცემს, ამ შემწეობას არ დაამადლის...

საბრალო სააკაშვილი, ჩემზე ღარიბი ყოფილა...თან ათჯერ მეტად...

მერე რაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვისთვის , პიჯაკების, უცხოელი მზარეულების, პირადი ექიმებისა თუ მეგობრების საჩუქრებისთვის ბიუჯეტს ხრავდა და ამ ხარჯმა არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ 2009 წლიდან 2013 წლამდე- 9 მილიონ 024 367,34 ლარი შეადგინა.

ეს ბრალად აქვს შერაცხული სასამართლოში.

 

მერე რა, რომ ათასობით მოქალაქის საკუთრება გააჩუქა, გადაიფორმა, გაძარცვა, დაინაწილა.

მერე რა ,რომ მისი და მისი გუნდის ძალადობის შედეგად უკვე 47 მილიონზე მეტი ქონების დაბრუნება მოხდა და ასჯერ მეტი კიდევ ასანაზღაურებელია...

და რაც ვერ ანაზღაურდება?

მათ შორის ჩემი უდანაშაულო ძმის ერთი წლით დილეგში ჩაგდება და ჩემი ოჯახის აწიოკება? და რამდენი ასეთი უდანაშაულო?

ვერ ჩამოვთვლი, დაუსრულებელი სიაა და ამიტომ, დაუსრულებლად ვიდრე სული მიდგას, ვიბრძოლებ სამართალი აღსრულდეს და ვერასოდეს დაბრუნდნენ!

 

პ.ს ამ ზამთარს რომ გადაურჩეს , ეს პიჯაკი იქნებ გამოადგე“ - წერს ბესელია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner