საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებელები თბილისი-ბათუმი-თბილისი №852/851 და №858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი №683/684.
25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის №12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები.
ასევე, 24 თებერვალს თბილისიდან და 25 თებერვალს ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები №654/653.
აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია.
მატარებელთა მიმოსვლა სრულად აღდგება 26 თებერვალს.
სს „საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.