logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ვისთვისაა ასეთი სისულელე განკუთვნილი?!
- +

22 ნოემბერი. 2018. 00:33

 

 

ერთი წუთით, არ შემაწუხოთ, აზრი რომ კარგად დავალაგო და სათქმელს რომ კარგად მოვუყარო თავი, თორემ ამათ ლოგიკაში თუ გაიხლართე, საშვილიშვილოდ ვეღარ გამოხვალ!

 

„ჟურნალისტმა“ თენგო გოგოტიშვილმა: - ბანკიდან დამირეკეს, თუ ფოტოთი გადაღებულ, შემოხაზულ 48 ნომერ ბიულეტენს მოგვიტან, ვალს ჩამოგაწერთო! (?!)

ბიჯოო!

თუ ვალი გაქვს (ძნელი დასადგენი არაა), ისედაც ჩამოგეწერება და მაგ განცხადების მერე „ხალხი“ იფიქრებს, რომ ფოტო ვალის ჩამოსაწერად მართლა მიიტანე!

არა, მე რასაც ვიფიქრებ, ეგ სამოთხე იქნება, შენი ახლობელი ნაცები რომ იფიქრებენ და რომ შეგისრულებენ, იმასთან შედარებით!

ეს ერთი, და მეორე: ბანკიდან რომ დაგირეკეს, იმას ნაღდად არ გეტყოდნენ, 29-ში რომ მოხვალ, ეგ ფოტო დროშასავით აწეული გეჭიროს და მივხვდებით, შენ რომ შენ ხარო! დამრეკავს თავისი გვარიც უნდა ეთქვა, წესით! აბა ოთახ-ოთახ ხომ არ ირბენ, - რომელმა დამირეკეთო?!

ჰოდა, რატომღაც მგონია, რასაც მე გეკითხები, ამას პროკურორიც გკითხავს! შენ რომ დამრეკავის გვარს იტყვი, ის იტყვის ბანკის შეფმა დამავალაო! ბანკირი კალაძეს ჩაუშვებს, - მაგან დამავალაო! კალაძე ბახტაძისკენ გაიშვერს ხელს და მერე, ყველა ერთად დაადგება პირზე ივანიშვილს!

ოცნება ამათი თქვი, რა! (?!)

ახლა გავაგრძელო, თუ „ნეულავიმი ჯოზე“ რომაა, ის ანეკდოტი გავახსენო ამ, „ოცნების დამანგრეველი“ ოპერაციის დამგეგმავ, მართლა დებილობამდე „გენიოსებს“?!

  1. S. იქნებ არც ღირდა ყურადღებად, მარა ვისთვისაა ასეთი სისულელე განკუთვნილი? ყველა სულელი ისედაც თქვენსკენაა და ნორმალურისთვის ასეთი სიცრუის შეტენვა ის შეურაცხყოფაა, რისთვისაც ცხვირპირი შეიძლება დაგამტვრიოთ ვინმემ და ახიც იქნება!
right_banner right_banner
არქივი
right_banner