logo_geo
eng_logo
„არჩევნები მოდიოდა და ცნობილი პიროვნებების მხარდაჭერა სჭირდებოდა...“ - რა აჩუქა თამარ სხირტლაძეს სააკაშვილმა?!
- +

22 ნოემბერი. 2018. 01:12

 

90 წელს მიღწეული ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

 

„მიხეილ სააკაშვილმა უფროსი თაობის ხელოვანებს „ჩარეცხილები" რომ გვიწოდა რასაკვირველია, საშინელება და ძალიან მტკივნეული იყო! მე პირადად არაფერი შემხებია, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ქვეყნის პრეზიდენტმა „ჩარეცხილი“ გიწოდა და ჩაგრეცხავს თუ არა კანალიზაციაში, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა! მიხეილ სააკაშვილი პირადად არასოდეს მინახავს, მაგრამ დაბადების დღეზე ძალიან ძვირფასი და ლამაზი საყურეები გამომიგზავნა, რადგან არჩევნები მოდიოდა და ეტყობა, ცნობილი პიროვნებების მხარდაჭერა სჭირდებოდა... რაც არ უნდა კარგი მეგობარი მყავდეს, თუ ყველას ლანძღავს და წყევლის ასეთი მეგობარი არაფრად მინდა!“ - განაცხადა თამარ სხირტლაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner