„ე.წ. კაბელების საქმეზე არასოდეს არანაირი პოზიცია არ გამომიხატავს, არც ნეგატიური და არც პოზიტიური, რადგან პატივს ვცემ სასამართლოს დამოუკიდებლობას,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მაგველაშვილმა ტელეკომპანია „რიონის" ეთერში განცახადა.
„მე ამ საკითხზე არც ერთი პოზიცია არ დამიფიქსირებია. თუმცა, კითხვის ნიშნები პოლიტიკური ელფერის თაობაზე დაისვა საზოგადოების მხრიდან. არაერთმა პოლიტიკურმა ფიგურამ თავისი აზრი გამოთქვა და მეტიც, ისეთი დეტალები გაირჩა, რომელიც პირდაპირ ეთერში არ უნდა გარჩეულიყო. საქმე არის ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში. მე რამდენადაც მედიიდან ინფორმირებული ვარ, ამ საქმის ვექილები აპირებენ სააპაელაციოში საქმის შეტანას. შესაბამისად, არ მინდა, მოვლენებს დავასწრო. გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდები ამ საქმის მიმდინარეობას",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.