ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების გახსნის კუთხით და ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა რომ საქართველო გახლავთ ასოცირებულ ქვეყნებს შორის ლიდერი:
„საქართველოს მთავრობას მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ისევე, როგორც მის წინამორბედს სურდათ დახმარებოდნენ ადამიანებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში და თქვენ მართლაც უზრუნველყავით ისინი გარკვეული პროგრამებით, იმიტომ რომ ისინი თქვენი საზოგადოების ნაწილია, თქვენი ხალხია. დიდ დროს არ წაგართმევთ, მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის. თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით"- , განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა ქართულ დიპლომატიასა და საქართველოს ინტერესების გატარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ასევე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის დადებითი შეფასებისათვის.
ანდრეს მამიკინსმა ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების კუთხით განსახორციელები ქმედებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ყველა ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი.