„სტოპრო" იქნება ქინძი ვიყო"
„მზად ვარ უკრაინის მთავრობას ვუხელმძღვანელო“
„მე გპირდებით, რომ თქვენი სირცხვილის მიზეზი არასდროს ვიქნები“.
„ვიღაცა რუსეთიდან ჩამოყვანილი მინისტრი გახარია, დღე და ღამ რომ ლოთობს ზუგდიდის სასტუმროში" .
„ვისზე საუბრობთ? ახლა რა შუაშია.. თქვენ შეიძლება, კარგად გახსოვთ, მე ნაღდად არ მახსოვს, ვისზეა საუბარი” (მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის” ყოფილ ხელმძღვანელ ვლადიმერ სანაკოევზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა).
„აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას".
„მე გაძლევთ გარანტია, როგორც კი მოვა გაერთიანებული ოპოზიცია და მე აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში და როგორც კი გია ვაშაძე გაიმარჯვებს არჩევნებში და როცა შეიქმნება, კოალიციური სახალხო მანდატით აღჭურვილი სახალხო მთავრობა, საქართველოში ყველა იპოთეკარს შეუმცირდება იპოთეკის პროცენტი მინიმუმ ორჯერ, გადაიხდიან ჩემი დროინდელი დოლარის კურსით, 1,65”.
„ივანიშვილი ხომ გპირდებათ, რომ მილიარდნახევარ ლარს მოვიტანო, თქვენ ხომ იცით, რომ გატყუებთ. მე კიდევ გარანტიას გაძლევთ, რომ ივანიშვილი მოგიტანთ მილიარდნახევარ ლარს. ისე მოვატანინებთ, როგორც დაგიბარებიათ. ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გია ვაშაძის გამარჯვების პირობებში, რომ ეს ფული შეიტყაპუნოს. ეს არის ის ფული, რომელიც მან მოგპარათ. როგორც კი გია ვაშაძე მოიგებს მე გაძლევთ გარანტიას, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ეს კაცი მოიტანს… მე არასდროს მომიტყუებიხართ და ამასაც მოვატანინებ, გახსოვთ როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს, აკაკი ჩხაიძეს, გახსოვთ როგორ მოვატანინე გზების უფროსი რომ იყო იუზა თუ რა გვარი იყო…. გახსოვთ როგორ მოვატანინეთ ყოფილი კავშირგაბმულობის….”
„არ გვჭირდება გაძვალტყავებული ტურისტები, ჯღანები, რომლებიც ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გვჭირდება მდიდარი შეიხები“.
„საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“
„ბოლოს 15 წლის მანძილზე საქართველოს პირველად აქვს საკუთარი ელექტროობა გარანტირებული. ეს ისტორიაში უნდა შევიდეს“.
„დროა ვკითხოთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მსოფლიოსთვის?“
„ყველამ იცოდეს, რომ ოქრუაშვილი ერთი ღამით თითოეულ სამხედრო ბანაკში იქნება მოულოდნელი სტუმარი”.
„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ და უბრალოდ ეტყობა, სახელი და გვარი აინტერესებს ვიღაცას და ატრიალებს. უცნაური სახელია ხომ? მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ პიროვნებას და არც ის ვიცი, უკრაინასთან რა კავშირშია. რატომ აღმოჩნდა უკრაინაში, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ნებისმიერი ასეთი თემის გამოყენება პროვოკაციისთვის ამ მოძრაობის წინააღმდეგ, რაც სცადა უკრაინის ხელისუფლებამ და საქართველოს ხელისუფლებამ, არ გამოვა იმიტომ, რომ მეგისი თუ სხვები და ვიღაცები ამას მნიშვნელობა არ აქვს, აი ეს არის ჩვენი ხალხი“.
„საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ქალბატონი თამარ ჟვანია, მაგრამ თუ მათ დაასახელეს… მე შევთავაზე ეს [კახა] კოჟორიძეს, [ნინო]ლომჯარიას და [ეკა]გიგაურს. რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამომდის ამ სამ პიროვნებაზე, ასე არ არის –ისინი მუდმივად, ხშირად ძალიან უსამართლოდ მაკრიტიკებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გიგაური, იგივე ლომჯარია, არის გულწრფელი, გულანთებული, ნორმალური ადამიანი. ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპათიურება ეს ხალხი, მიმაჩნია, რომ თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდათ, ძირითადად მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობ… თუ თვითონ არ მოინდომეს და ვიღაც წარმოადგინეს, ვისაც არ ვიცნობ, მე ალბათ მათ მსჯელობას უნდა ვენდო”.
„არ არის ეს ქალი (ზურაბიშვილი) ქართველი, მოდით ვაღიაროთ რაც არის. უცხოპლანეტელია. ჯერ რეებს ბოდიალობს. იძახის, რომ რად გვინდა ახალი ეკლესიები მშენებლობაო ძველი აღვადგინოთო. და მაგ ბრიყვმა ის არ იცის, რომ მისი დიდი ბაბუის ნიკო ნიკოლაძის აშენებული ტაძარი ფოთში, ჩემი ინიციატივით გამოვიყვანეთ იქიდან თეატრი და ავაშენეთ იქ ტაძარი. აი ძველი ტაძრის აღდგენა. ბაგრატი აღვადგინე მე. მე ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს ოღონდ ეს ქალი საქართველოს გაგებაში არ არის“.
"ვაი, ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს“...
ჩანაწერი:
თემურ ალასანია: უი, უი, უი…
მიხეილ სააკაშვილი: არა, არა. რამდენიმე თემა რაც ადეიშვილმა ამოწია თემური, ის იყო ყველაზე მეტი …
თემურ ალასანია: „ხარაშო“
მიხეილ სააკაშვილი: რა ვქნა, ეგრეა და
თემურ ალასანია: ნუ, თუ ეგრეა…
მიხეილ სააკაშვილი: ”He is very smart”.
თემურ ალასანია: მე გეტყვი, რომ არის სოფლელი. პროვინციელი ყ…ე. მაგან დაღუპა შენი მთავრობა. ბერიებს და ყ…ებს რომ აძლევ ებრაელთან მისასვლელ უფლებებს
მიხეილ სააკაშვილი: რა უფლებებს ვაძლევ საცოდავს?
თემურ ალასანია: არა ბიჭო… მშენებელი ეგ იყო, მთავარი მეღვინე ეგ იყო, გინეკოლოგი ქალაქის, პროქტოლოგი და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილი: ეგ შეცდომა იყო
თემურ ალასანია: ჰა?
მიხეილ სააკაშვილი: შეცდომა იყო ეგრე
თემურ ალასანია: ტიპი… მძღნერი. „პროსტა“ დაურეკო, მოეთრიე! გააანალიზე! გაეთრიე…
შეფასება: „ვარშავაში, ლიფტში გადამიღეს რუსებმა, როგორც ახლა გაირკვა. ლიფტში უბრალოდ ვსაუბრობ ჩემი ოჯახის წევრთან, ისე, არაფერზე. მერე ეს ვიდეო – რუსების ჩანაწერი გაუშვა „იმედმა“. მაინტერესებს, რანაირად გაუჩნდა „იმედს“ რუსების ჩანაწერი, თუ ერთად არ მუშაობენ?“
„თუკი ვინმემ საკუთარ თავზე სასამართლოს უსამართლობა იწვნია, პირველ რიგში, ვარ მე. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო, მათ შორის 16 წლის “ჰონდა“. დაყადაღებულია დედაჩემის ბინა, დაყადაღებულია ჩემი ერთადერთი ქონება, მომისაჯეს სრულიად თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. თუკი ვინმეს ესმის რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო, პირველ რიგში ვარ მე”
„ივანიშვილი ისეთი ჟმოტია, ბოლომდე ნარკომაფიოზადაც ვერ ჩამოყალიბდა. უნდა მაფიოზობა, მაგრამ…” – განაცხადა სააკაშვილმა.კითხვაზე, ახლაა ჟმოთი, მაშინ როცა რეფორმების დროს აფინანსებდა მის ხელისუფლებას, მაშინ არ იყო ჟმოტი? – სააკაშვილი პასუხობს: “ეს არის ტყუილი, რომ სააკაშვილმა რაც გააკეთა, ყველაფერი ივანიშვილს გააკეთებინა. კარგით რა”.
„უკაცრავად, თუ ვიღაცები უკბილოები არიან ხელისუფლება 6 წელი რას აკეთებს?“
„მე ვარ ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი თითქმის 9 წელი და არაფერი არ გამაჩნია. მოდით ნუ ვილაპარაკებთ ვინ რა წაიღო და ვინ რა წამოიღო. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელია აქვს, ბევრად ნაკლები ვიდრე სესიაშვილს“.
„ვაღიარებ, რომ გამონათქვამები ხანდახან ზედმეტები მომდის, მერე ვნანობ, რომ სჯობს არ მეთქვა“.
https://www.facebook.com/daredjan.meparishvili/posts/2076349569078216
„მარგალიტები“ შეკრიბა დარეჯან მეფარიშვილმა