logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
- +

18 მაისი. 2016. 03:30


 

„მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც რაღაცაზე გაბრაზდებიან, კარს გამოიჯახუნებენ, თანამებრძოლებს მიატოვებენ და მერე ტელევიზიებიდან ლანძღავენ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში.


"ბიძინა ივანიშვილთან არა მხოლოდ მე, მთელი გუნდი ვალშია. რომ არა მისი პოლიტიკაში შემოსვლა, მე ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ვერ ვიქნებოდი, რადგან როგორც მაჟორიტარს ხმებიც რომ მიმეღო, მის დაცვას მაინც ვერ შევძლებდი. თუ ჩვენი გზები გაიყოფა და სხვადასხვა მიმართულებით წასვლა მოგვიწევს, თავს ვალდებულად ვთვლი, მასთან ყველაფერი ადამიანურად გავარკვიო, მეგობრებად დავრჩეთ და ქვეყნის მსახურება ვისაც როგორ გვჯერა ისე გავაგრძელოთ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


მან ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე შეხვდა, პრემიერი კი, ქვეყანაში არ იმყოფება და როცა ჩამოვა, მასაც შეხვდება.


"საკითხი მარტო წასვლა-დარჩენაზე არ დგას. აქ საუბარია იმაზე, წასვლის შემთხვევაშიც კი, მომავალში რას ვაკეთებთ. უმრავლესობა ფაქტიურად დაიშალა და მთელი რიგი საკითხებია მისაღები. საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩემი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, ბევრ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია და მათ უნდა იცოდნენ, რომ დარჩენილ პერიოდში ჩემი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა დეპუტატმა.


მისი თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.


"პრემიერმა სადემარკაციო ხაზი გაავლო და თქვა, რომ ვისაც ევროატლანტიკურ არჩევანში ეჭვი ეპარება, გუნდში ვერ მოხვდება. მე კი, არა თუ ეჭვი მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ  NATO-ში ვერ გავწევრიანდებით. დეპუტატობის სანაცვლოდ აზრს ვერ შევიცვლი. აქედან გამომდინარე, იქით მხარეს ვერ მოვვხდები და აქით მხარეს ვარ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამორიცხავს.


"კონსულტაციები მაქვს, მათ შორის, "ქართული ოცნების" გუნდის წევრებთან და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას არ გამოვრიცხავ. ეს ძალა ნებისმიერი გარე გავლენისგან როგორც დასავლეთისგან, ისე ჩრდილოეთისგან დამოუკიდებელი იქნება. ჩემთვის უპირველესი ჩემი ქვეყნის ინტერესია, დანარჩენი ყველაფერი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა. არის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც რაღაც ნაწილში, თანამშრომლობა შეიძლება. მაგალითად - გოგი თოფაძესთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესთან", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner