-
+
22 ნოემბერი. 2018. 03:35
Facebook-მომხმარებელი, Archil Tamazovich (www.facebook.com/vitom.chkhatarashvili.7) სოციალურ ქსელში წერს:
„ისე, ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ვაშაძემ გაიმარჯვა, რას გავაკეთებდი მე პირადად, მთავრობის ადგილას რომ ვიყო:
- იმავე დღეს გავაუქმებდი საყოველთაო დაზღვევას.
- ციხეებში ისეთ წამებას დავიწყებდი, მეგის ქარდავას რომ შეშურდებოდა.
- დედის გინებას გავუგზავნიდი პუტინს და მთელ რუსეთს. მერე ნახეთ თქვენ ემბარგო, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა და ვენახების გაჩეხვა. ეს იმ შემთხვევაში, ომს თუ გადავურჩით.
- საბავშვო ბაღებს გავხდიდი ისევ ფასიანს.
- გავაუქმებდი უფასო ფაკულტეტებს და უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას.
- ეგრევე გავაუქმებდი ცე ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის, უფასოდ მშობიარობის, კიბოს უფასოდ გამოკვლევის, ქიმიოთერაპიის დაფინანსების და ათას სხვა უფასო პროგრამას, რომლის შესახებაც ტელევიზიები არ ჩხავიან, მაგრამ რომლის შესახებაც ძალიან კარგად იციან მათ, ვისაც შეხება ჰქონია.
- გავაუქმებდი ყველანაირ დახმარებას, რასაც მერია და გამგეობები იძლევიან.
- აღარცერთ ბინას აღარ გადავცემდი დევნილებს უფასოდ.
- ყველა ბიზნესს შევუსევდი საგადასახადოს.
- გამოვიწერდი იმდენ პრემია-დანამატს, რამდენსაც ნაცები იწერდნენ თავისთვის, ანუ მინიმუმ სამჯერ მეტს.
- მართლა ცოცხებს გავუკეთებდი ბანკირებს და ნავთობკომპანიების მფლობელებს. ლარის კურსსაც მოვაყვანინებდი ჭკუაზე და ბენზინის ფასსაც.
12.. ყველაფრის უფლებას მივცემდი პოლიციას.
- დენს მივაბამდი ნაგავს.
- გავაუქმებდი ირაკლი ღარიბაშვილის შექმნილ სოლიდარობის ფონდს, რომლის დახმარებით მოიხსნა 22 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა ონკოლოგიის დაფინანსებისა და უცხოეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობის პრობლემა.
და ა.შ.
ეჰ, მეც ვიცი, რომ არც მე ვარ ამის გამკეთებელი და არც მთავრობა, მაგრამ როგორი უზნეობაცაა ამ ყველაფრის გაუქმება, ზუსტად ისეთივე უზნეობაა ამ სიკეთის არდანახვა და ვაშაძის გამარჯვება, ფუი ეშმაკს. ერთი კია - ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ეს ქვეყანა არაფერს იმსახურებს“.