პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის განცხადებას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„აი, რას ერჩის რა უნდა? ან რა მიმართვაა? ან რატომ უნდა ვისმენდეთ წლების განმავლობაში ჭკუის სწავლებას? სად ხართ ახალგაზრდებო სად? დადეთ თქვენი ანალიზი და ახლი აზროვნების რელსებზე იქნებ გადავიყვანოთ ეს ხალხი, რა! დასაოკებელი ბევრია ბატონო გია და უმჯობესია იმათ დაუდგეთ მრჩევლად! ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი თქვენს აზრს, თუმცა ამ ბოლო დროს აგრესიული ტონი შეგეპარათ! მოეშვით!“ - წერს დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ გია ხუხაშვილმა სალომე ზურაბიშვილის შვილს თეიმურაზ გურჯისტანს „დაოკებისკენ მოუწოდა.“