logo_geo
eng_logo
შსს-მ ხობში უკანონო იარაღი ამოიღო
- +

18 მაისი. 2016. 10:10


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული რუბენ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „АКМ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, „ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორით ამოიღეს.



დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner