logo_geo
eng_logo
ნათია გედენიძე: დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო 7 წლის მერე გამოიტანს ჩვენს გამამართლებელ განაჩენს
- +

22 ნოემბერი. 2018. 12:45

 

ფოტორეპორტირ ნათია გედენიძის განცხადებით, მისთვის, როგორც დანარჩენი ფოტორეპორტიორებისთვის, სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მისვლა მოულოდნელი იყო, თუმცა, დასძენს, რომ მის თანადგომას გრძნობდა.

 

მისი თქმით, განაჩენს, რომელიც დღეს გამოცხადდება, ბოლო 2 წელია ელოდება. მისივე თქმით, დაზარალებულებად მათი ცნობა მნიშვნელოვანი იყო.

 

„ჩვენ ნასამართლეობა ისტორიაში არ გვეწერება, მაგრამ ჩვენს მიმართ გამოტანილია განაჩენი და ამას ისტორია ინახავს.

გვაქვს მოლოდინი, რომ გამოცხადდება საბოლოოდ ჩვენი გამამართლებელი განაჩენი პროცესზე, რომელიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით.

დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და 7 წლის მერე გამოიტანს ჩვენს გამამართლებელ განაჩენს.

ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი მსჯავრიდან გათავისუფლება მოხდა უდო“-ს კომისიის ფარგლებში~, - აცხადებს გედენიძე.

 

ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner